(Read this in English.)

2023 წლის ნოემბერში მე სიამოვნებით დავბრუნდი თბილისში, რათა ჩამეტარებინა ზედამხედველობა საქართველოსთვის განკუთვნილი პროექტის ფარგლებში. 2014 წლიდან 2019 წლამდე, წელიწადში ერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს, პროექტის სხვადასხვა ასპექტების წარდგენისთვის, ასეთი იყო  პირველადი ტრენინგი, ადგილობრივი მხარდაჭერა, ტრენინგი ტრენერებისთვის და ადგილობრივი კონფერენცია. როცა 2019 წლის ვიზიტის ბოლოს თბილისიდან წამოვედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ოთხწელიწად-ნახევარი გავიდოდა, სანამ ისევ დავდგამდი ქართულ მიწაზე ფეხს. შესაბამისად, ჩემი დაბრუნება საკმაო ხნით დაგვიანდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მე მქონდა  პროექტთან შეხება და შუალედებში შორიდან მხარს ვუჭერდი პროექტებს Zoom-ის საშუალებით. ამჯერად ჩემს ვიზიტს ორი მიზანი ჰქონდა; ორი დღიანი ინტენსიური სასწავლო ტრენინგის ჩატარება, როგორც დისტანციური სწავლების პროგრამის ნაწილი, რომელიც დაიწყო რამდენიმე თვით ადრე, და მეთვალყურეობის დღე მუსიკალური თერაპიის ცენტრის დამხმარე პერსონალისთვის.

საკმაოდ სურეალისტური და დაუჯერებელი იყო ამდენი ხნის შემდეგ მშობელთა ხიდის დღის ცენტრის კარების შეღება, სადაც ყველა სტუმართმოყვარეობით და  კეთილგანწყობით  შემხვდა. ავივსე მოგონებებით და უზომოდ გამიხარდა ნაცნობი სახეების დანახვა – როგორც თანამშრომლების, ისე მომსახურე პერსონალის,  რომლებსაც  შევხვდი ცხრა წლის წინ პირველ ვიზიტზე. აგრეთვე  შევხვდი ბევრ ახალ პრაქტიკოსს ამ ვიზიტის დროს; მათ შორის სტუდენტებს, რომლებმაც საკმაოდ შორი მანძილი გამოიარეს შაბათ-კვირის ტრენინგზე დასასწრებად, აგრეთვე გავიცანი ახალი ადგილობრივი პრაქტიკოსები თავად მშობელთა ხიდიდან. საოცარი ელისო გვასალია ისევ დამეხმარა თარგმანით ვიზიტის დროს.

განსაკუთრებულად სასიამოვნო  იყო ქართველ მუსიკის თერაპევტ თაკო ჟორდანიასთან ერთად მუშაობა. მე და თაკო ძალიან მცირე დროით შევხვდით ერთმანეთს ჩემი 2019 წლის ვიზიტის დროს და მას შემდეგ მრავალი საათი გავატარეთ ერთად Zoom-ზე, მაგრამ არაფერი ჯობია ერთ ოთახში ერთად ყოფნას და მუშაობას. თაკო პროფესიონალურად და წარმატებულად ხელმძღვანელობს დისტანციური სწავლების პროგრამას 2023 წლის სექტემბრიდან, აშკარად იგრძნობოდა ერთობის შეგრძნება,  რომელსაც ის ამკვიდრებს  კურსზე სტუდენტებს შორის. ჯგუფში მუშაობისას ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ძველ მეგობრებს შეხვდით და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გულთბილად მიმიღეს გუნდში. დისტანციური სწავლების პროგრამის შვიდ მონაწილესთან ერთად, თავად მშობელთა ხიდიდან სამმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა ინტენსიური ტრენინგის ორივე დღეს. საკმაოდ სრულფასოვანი და მრავლის მომცემი წვლილი შეიტანა  ალიონა ოგანოვმა, ჩემთან და თაკოსთან ერთად; ალიონა იყო 2014 წელს ჩატარებული პირველადი სასწავლო კურსის სტუდენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ, როგორ განაგრძობს პრაქტიკის განსხვავებული მეთოდის განვითარებას. ყველა სტუდენტის უკუკავშირი იყო საოცარი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველას გააზრებულმა დისკუსიამ, ჩართულობამ და მგრძნობიარე მუსიკალურობამ.

ინტენსიური სასწავლო ტრენინგის შაბათ-კვირის მომდევნო ორშაბათს, მე დავბრუნდი მუსიკალური თერაპიის ცენტრში კიდევ ერთი დღით, ამჯერად შევხვდი თვით ცენტრის ოთხ პერსონალს, რომლებმაც შიდა ტრენინგი გაიარეს; რაც იყო  პროექტის მდგრადობის შესახებ მტკიცებულება. ამ დღეს აღინიშნა მუდმივი საზედამხედველო ურთიერთობის დასაწყისი, რადგან ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ონლაინ ზედამხედველობისთვის მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. ყველა ჩვენგანთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ ჯგუფი გავყავით ორად ცალ-ცალკე წყვილთა ზედამხედველობის სესიებისთვის და შეხვედრა დასრულდა საბოლოო შეხვედრით, რათა დავფიქრებულიყავით დღის განმავლობაში შესწავლილ საკითხებზე. იყო უამრავი პრაქტიკული იდეა და მომავალ შეხვედრებზე მოუთმენლად ველი იმის მოსმენას, თუ როგორ განხორციელდა ისინი. მთლიანობაში, თბილისში ამაზე უფრო სრულფასოვან, ამაღელვებელ და ნოსტალგიურ დაბრუნებაზე ვერც ვიოცნებებდი. ქალაქის სლოგანია “ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“ და ეს გრძნობა, რა თქმა უნდა, ორმხრივია. მოუთმენლად ველოდები, როგორ განვითარდება პროექტი შემდეგში და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ 2028 წლამდე დავბრუნდები!

მუშაობთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან?

გაინტერესებთ გაიგოთ მეტი მუსიკალური თერაპიის შესახებ, რათა შეძლოთ მუსიკის დამზადების ჩართვა თქვენს საქმიანობაში? თუ ასეა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ takojordania@musicastherapy.org.