Read this post in English.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი დისტანციური სწავლების პროგრამა ამოქმედდება მეოთხე ქვეყანაში… საქართველოში!

საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ ჩვენი დისტანციური სწავლების პროგრამა შეიძლება იყოს შესაბამისი სხვა ქვეყნის პრაქტიკოსებისთვის. მე იმდენი ვისწავლე თაკოსთან მუშაობით, რომ ტრენინგის შინაარსი ახალი ქართველი აუდიტორიისთვის მომერგებინა.

Alexia Quin

თაკო ქვემოთ გვიზიარებს დისტანციური სწავლების პროგრამის შემუშავების გამოცდილებას და კურსს მუსიკოთერაპიაზე საქართველოში:

როდესაც ალექსიამ შემომთავაზა დისტანციურ ტრენინგში ჩართვა, პირველი რეაქცია იყო სიხარული, შემდეგ მივხვდი თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.

ეს არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმისა და ცოდნის გამოვლენა, ეს არის უპირველესად დროის მენეჯმენტი, ყურადღების კონცენტრაციისა და სიახლისკენ მიმღებლობის შესაძლებლობა. ასევე ოჯახის მხრიდან ხელის შეწყობა, რაც აუცილებელია ნებისმიერი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ალექსია, ისევე როგორც მუსიკა როგორც თერაპია, წლებია ვიცნობთ ერთმანეთს და გვაკავშირებს სასიამოვნოდ საქმიანი ურთიერთობა, მაინც გასახარია ის ფაქტი, რომ ასეთ შემოთავაზებას ჰქონდა ადგილი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა და რაც მთავარია, მუსიკათერაპიის პოპულარიზაცია ცემ ქვეყანაში, კვლავ რჩება აქტუალურ თემად ჩვენთვის.

ეს კი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან მუსიკათერაპია როგორც პროფესია, ახლა იკიდებს ჩვენთან ფეხს, რეალურადქვეყანაში არ გვყავს ლიცენზირებული სპეციალისტები, გარდა რამდენიმესი, რომლებმაც, ცემი ჩათვლით უცხოეთში მიიღეს განათლება და ხარისხი. თუმცა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს, რომ ოდესმე გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მუსიკათერაპიის მიმართულებით. ასე რომ, მე სიამოვნებით შევუდექი მზადებასა ალექსიასთან და მაქედასთან ერთად ამ იდეის საქართველოში განხორციელებას.

დისტანციური სწავლების პროგრამის მასალის გაცნობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წავლა არასდროს არის დამთავრებული.

მასალაში ვხვდებით არაჩვეულებრივ ვიდეო-პრაქტიკულ მასალას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტების ჩართულობით, ასევე ინფორმაცია არის საკმაოდ გასაგებ ენაზე მიწოდებული ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის, ხოლოდ თუ რამე უცხო სიტყვაა, აუცილებლად აქვს განმარტება, რომელიც ყველაფერს ნათელს ხდის.

ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ქართველი აუდიტორიისთვის მასალის ადაპტაცია, რადგან აქ გვხვდება როგორც ენის ბარიერი, ასევე ბევრი ნიუანსი, რომელიც არ უნდა გაგვეპაროს თარგმნისას. რადგან ერთი სიტყვის არასწორმა თარგმანმა, შეიძლება სრულად შეცვალოს შინაარსი და კონტექსტი, შესაბამისად თარგმანს და მის გადამოწმებას დიდი დრო დაეთმო. ამ ეტაპზე თითქმის ბოლოში ვართ გასულები როგორც თარგმანში, ისე კურსის მასალის შეთანხმებაში, შესაბამისად დროში ვეტევით და არ გვაქვს შფოთვა, რომ რამე შეიძლება ვერ მოესწროს.

ვფიქრობ ამ პროექტის შემდეგ, ჩვენ ქვეყანას დაემატება რამდენიმე მოტივირებული და გადამზადებული გადრი, რომელიც შეძლებს მუსიკათერაპიის ელემენტების გამოყენებას ბავშვებთან მუშაობასა და სწავლისას. ასეთი სწავლების მეთოდი ჯერ ცვენ ქვეყანაში არ გვქონია, შესაბამისად მგონია, რომ კიდევ ახალი დადებითი აღმოჩენებიც გვექნება, პროექტის დასრულების შემდეგ. ასევე, მზად ვართ ნებისმიერი დაბრკოლებისთვის პროცესში, თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ასეთი სერიოზული პროექტის წაყვანა საკმაოდ დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვისაც. ვნახოთ როგორ გავუძღვები, მჯერავს გამომივა, თუმცა იმის შეგრძნება რომ “მუსიკა როგორც თერაპია” ალექსია, მაქედა და ჯენი ჩემს გვერდით არიან , ეს სრულიად მიქვეითებს შფოთვას და მიმატებს მოტივაციას.

როდესაც გამოვაცხადეთ ტრენინგის შესახებ და დავდეთ ინფორმაცია, წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა სპეციალისტებისგან. 50მდე სპეციალისტი შემეხმიანა, აქედან ხოგი ეგრევე დარეგისტრირდა, ზოგი სკოლის დირექტორი იყო და აინტერესებდა შეიძლებოდა თუ არა ამ პროგრამაში მის მასწავლებლებს მიეღოთ მონაწილეობა. იყო გამოხმაურება ჩემი სტუდენტებისგანაც, ძალიან გამახარა ამ ამბავმა. მივხვდი რომ ჩემ ქვეყანაში ინტერესი არის და სურვილი, ვიყოთ უკეთესები.

წინ გვაქვს დიდი გეგმები და იმედი მაქვს, როგორი ღია გულითაც დავიწყეთ, ისე გავაგრძელებთ საქმიანობას.

მუშაობთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან?

გაინტერესებთ გაიგოთ მეტი მუსიკალური თერაპიის შესახებ, რათა შეძლოთ მუსიკის დამზადების ჩართვა თქვენს საქმიანობაში? თუ ასეა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ takojordania@musicastherapy.org, რომ გამოხატოთ თქვენი ინტერესი, გაიგოთ მეტი და მოითხოვოთ განაცხადის ფორმა.