თეორიიდან პრაქტიკამდე: ქართველი პრაქტიკოსები იწყებენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას: ბლოგი – პროექტი საქართველო 2024
Georgia
- Caregivers
- Children
- Disability
- Distance Learning Programme
- Activities

მე აბსოლუტურად მოხარული ვიყავი, რომ დავბრუნდი თბილისში 2024 წლის ნოემბერში, რათა ჩამეტარებინა ტრენინგი და ზედამხედველობა საქართელოს პროექტის ფარგლებში. ამ მოგზაურობის გეგმა ძალიან ჰგავდა ჩემს ვიზიტს 2023 წლის ნოემბერში: ორდღიანი ინტენსიური სასწავლო შაბათ-კვირა, როგორც დისტანციური სწავლების პროგრამის ნაწილი, ადგილობრივ პარტნიორ თაკო ჟორდანიასთან ერთად, და მეთვალყურეობის დღე მუსიკალური თერაპიის ცენტრის დამხმარე პერსონალისთვის.
ჩემი მოლოდინის გრძნობა ამ მოგზაურობისადმი განსაკუთრებით ადრე დაიწყო, რადგან რამდენიმე თვით ადრე გავდიოდი ქართული ენის გაკვეთილებს ონლაინ, რომ ჩემი ენობრივი უნარები გამეუმჯობესებინა. წლების განმავლობაში ყოველი ვიზიტის დროს თბილისში უფრო და უფრო მესმოდა ინგლისური საუბარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მსურს მთლიანად მას არ დავეყრდნო. ეს არის მომხიბლავი იზოლირებული ენა თავისი ლამაზი ანბანით და რთული გრამატიკით და მისი უფრო მჭიდროდ შესწავლა ასევე დამეხმარა ქართული კულტურის უფრო ღრმად გააზრებაში.

მე და თაკომ ერთად ვიმუშავეთ Zoom-ში, რათა დაზუსტებულიყო ჩვენი წლევანდელი სასწავლო გეგმა, 2023 წლის ტრენინგის ჩვენი გამოხმაურებისა და შენიშვნების საფუძველზე. ერთი დიდი განსხვავება იყო ამ წლის ახალი ადგილი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ეს არის გრანდიოზული ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში. თაკომ მოაწყო მათი კამერული დარბაზი, რომ ყოფილიყო ჩვენი ადგილი შაბათ-კვირას და პარასკევს წავედით იქ, რათა ყველაფერი წინასწარ მოგვეგვარებინა, სასიამოვნო იყო ასეთ მუსიკალურ გარემოში ყოფნა; შენობის ირგვლივ სარეპეტიციო ოთახებიდან რევერბერაციების მოსმენა, ოთახში როიალზე დაკვრა და მოცარტისა და ბეთჰოვენის პორტრეტების ყურება.
დისტანციური სწავლების პროგრამა ამჟამად მეორედ ტარდება რომელსაც ისევ ადგილობრივი მუსიკალური თერაპევტი თაკო ჟორდანია უძღვება. მისი 9 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი დისტანციურად ერთვება 8 თვის განმავლობაში გაკვეთილების, წერითი და პრაქტიკული დავალებების მისაღებად. ინტენსიური შეხვედრითი სასწავლო შაბათ-კვირა ტარდება პროგრამის საკმაოდ ადრეულ ეტაპზე და ყველა მონაწილე ერთმანეთს ხვდება პირველად. მონაწილეების მსგავსად, მშვენიერი ელისო გვასალიაც შემოგვიერთდა ჩემი ვიზიტის დროს სათარჯიმნოდ. ჩემი ქართული უნარები ჯერ კიდევ შორს არის არასაჭირო ინტერპრეტაციისგან, თუმცა მე მოვახერხე ჩემი და ჩემი ნამუშევრის ქართულად გაცნობა დღის დასაწყისში!

შაბათ-კვირის ტრენინგი მოიცავს შინაარსის ფართო სპექტრს, მათ შორის ძირითადი ცნებების განხილვას, კლინიკური მუშაობის ვიდეოებზე ასახვას და პრაქტიკული უნარების გამოცდილებას. ვფიქრობ, მე და თაკო დიდი გუნდი ვართ; ჩვენ შეგვიძლია ჩავენაცვლოთ ერთმანეთს, ადაპტირდეთ მასალის გაცნობის მომენტში და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს მუსიკალურ როლურ თამაშებში სხვადასხვა კონცეფციების დემონსტრირებისთვის – ორივე ენაზე! ყველა სტუდენტი საფუძვლიანად იყო ჩართული, დიდი დაკვირვებითა და კითხვებით. ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოიცავდა ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც გააზიარა ლექსი, რომელიც მან დაწერა პირველ დღეს თავის გამოცდილებაზე, დაინახა, თუ როგორი ენთუზიაზმით ცდილობდნენ ყველანი ახალი მუსიკალური ტექნიკების გაცნობას და სრულიად განსაცვიფრებელი 15 წუთიანი ჯგუფის იმპროვიზაცია, რომლითაც დავასრულეთ შაბათ-კვირა.
ორშაბათს თბილად დამხვდნენ მშობელთა ხიდის დღის ცენტრში ჩვენი მეთვალყურეობის დღისთვის. ამჯერად ცენტრში მუსიკის თერაპევტად მომუშავე ოთხ პერსონალთან ერთად ვმუშაობდი – ალიონა, ეკა, ნინო და მარიამი. ალიონა და ეკა მონაწილეობდნენ თავდაპირველ სასწავლო პროექტში, რომელიც მე ჩავატარე იზაბელ ბედფორდთან ერთად ჯერ კიდევ 2014 წელს; ორივეს ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი კარიერა აქვს და მშვენიერია იმის დანახვა, თუ როგორ რჩება მუსიკალური თერაპია მათი მუშაობის უზარმაზარ ნაწილად. ნინოს და მარიამს პირველად 2023 წელს შევხვდი, მაგრამ როგორც ძველ მეგობრებს ისე მივესალმე, კვლავ ნახვის იმედით! როგორც ყოველთვის, პრივილეგიაა მათი კლინიკური მუშაობის მაგალითების ნახვა ზედამხედველობის დროს და მოუთმენლად ველი, როცა შევხვდებით ონლაინ რეჟიმში მომდევნო თვეებში. თეონა ყაჭეიშვილმა, მშობელთა ხიდის ცენტრის დირექტორმა, დიდი ხნის პიონერმა და საქართველოში მუსიკალური თერაპიის მხარდამჭერმა, გულთბილად მოგვიწყო ლანჩზე ერთად შეკრება, რაც მშვენიერი იყო ჩემი ბოლო დღისთვის სახლში გამგზავრებამდე.

მთლიანობაში, ეს იყო კიდევ ერთი მდიდარი და საინტერესო ვიზიტი ჩემს სახლიდან -სახლში-თბილისში. თავს განსაკუთრებულად ბედნიერად ვგრძნობ, რომ ამ საქმიანობის ნაწილი ვარ. ჩემი პირადი ჩართულობა Project Georgia-ში უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება და ვთვლი რომ გამიმართლა!
Related projects
-
Distance learning programme: Georgia 2024
Georgia
- Disability
- Children
- Young people