ვიწვევთ ყველა ქართველ პრაქტიკოსს, ვისაც სურს განავითაროს მუსიკისგამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან!
Georgia
- Children
- Disability
- Distance Learning Programme
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეძლეს ამ პრაქტიკოსებმა გამოეყენებინათ მუსიკალური სესიები, რათა შეეთავაზებინათ თავიანთი ბენეფიციარებისთვის ახალი გამოცდილების შესაძლებლობა, სივრცე -კომუნიკაციის ახალი გზების შესასწავლად და სხვებთან ურთიერთობის გასავითარებლად.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ეს ტრენინგი მეორე წელსაც უფასოდ ჩატარდება. მას კვლავ პროფესიონალურად გაუძღვება და უხელმძღვანელებს ქართველი მუსიკალური თერაპევტი თაკო ჟორდანია.
თუ თქვენ ხართ პრაქტიკოსი საქართველოში, შთაგონებული, რომ გაიგოთ მეტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან (10 წლამდე ასაკის) მუსიკის გამოყენების გზების შესახებ, შეგიძლიათ გაიგოთ მეტი აქ და მიიღოთ ტრენინგ-კურსში მონაწილეობა ამ ანკეტის მეშვეობით.“
თაკო, რამდენი რაღაც ვისწავლე თქვენგან და ჯენისგან, ის რომ მუსიკათერაპია
კურსის მონაწილე 2023-24
სრულიად განსხვავდება მუსიკის სწავლებისგან და ნამდვილი თერაპია სწორედ ისაა რომელიც მიყვება ბავშვს და არა ასწავლის მას რაიმე ისტრუმენტზე დაკვრას. აქამდე მეგონა რომ თუ ბავშვს ნიჭი აქვს ეგრევე დაკვრა უნდა ვასწავლო, არადა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა მისი რესურსების გაგება, წაყოლა იდეებში და მუსიკალურად კონტაქტის დამყარება, საოცრებაა ნამდვილი მუსიკათერაპია და გამიმართლა რომ გაგიცანით… მადლობა ყველაფრისთვის …. თქვენი თბილი დამოკიდებულებისთვის…. პროფესიონალიზმისთვის…. ადამიანობისთვის…. მადლობა მადლობა.