დროა აღვნიშნოთ დისტანციური სწავლების პროგრამის წარმატებული წელი საქართველოში 2023-24!
Georgia
- Children
- Caregivers
- Dementia
- Disability
- Young people
- Distance Learning Programme
(Read this in English.)
მეტის გასაგებად წაიკითხეთ თაკოს ბლოგი:
სულ მახსოვს ეს ფრაზა:
დავაფასოთ პატარ-პატარა სიხარულებ
და ვცდილობ ამით ვიხელმძღვანელო, როდესაც რაიმე სახის სირთულეს ვაწყდები მუშაობის პროცესში.
ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ეს პატარ-პატარა სიხარულები ამდენი იქნებოდა ამ 10თვიან ინტენსიურ ტრენინგზე, რომელიც 2023 წლიდან დავიწყთ საქართველოში და რომელსაც ატარებს Music as Therapy International ჩემი ხელმძღვანელობით.
საქართველოში მუსიკათერაპიისადმი ინტერესი დიდია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სწორად გამოყენება მცირე. ამ ტრენინგის მთავარი მიზანი კი სწორედ ეს იყო, ჩემ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე მღერის და პოტენციური მუსიკის მასწავლებელი ყოველი მეათეა, შეძლონ მუსიკის არა როგორც სწავლებით, არამედ როგორც ინსტრუმენტად გამოყენება მცირეწლოვან, სპეციალური საჭროების მქონე პატარებთან. რა თქმა უნდა თანახმა ვიქნებოდი ამ პროექტის წაყვანაზე, თან დიდი სიამოვნებით.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს პირველად ჩატარდა და დიდად არც გვიზრუნია ამ ტრენინგის ფართო მასშტაბით რეკლამირებაზე, მოთხოვნა მოლოდინზე დიდი იყო. ჩვენ უნდა შეგვერჩია 7 მონაწილე, რადგან ეს საპილოტო ვერსია იყო და არ გვქონდა ჯერ ინფორმაცია რამდენ დროს წამართმევდა მე როგორც ხელმძღვანელს. 7 არაჩვეულებრივი და მოტივირებული სპეციალისტი შევარჩიეთ, რომლების საერთო მთავარი თვისებაგახლდათ ბავშვებისი სიყვარული!
იყო ბევრი შეკითხვა, ისევე როგორც მომენტები, როდესაც ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა თავისი თავის მიმართ ეჭვი, შეძლებდა თუ არა ტრენინგის ბოლომდე ჩატარებას, რადგან ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ. დავეთანხმები მათ და საკმაოდ რთულია ტრენინგი, ისევე როგორც ბოლო 2 თვე პრაქტიკულ ნაწილი, მაგრამ მაინც არაფერი შეედრება იმ გადალახულ სირთულეებს და დასრულებულ ტრენინგს.
ერთ-ერთ მონაწილეზე მოვყვები,რომელსაც ჰქონდა ბავშვებთან გამოცდილება, მაგრამ არა მუსიკის განხრით, თავადა სხვა სპეციალობის გახლდათ. თავიდან დაბნეულიც იყო და ისიც კი იფიქრა, რამდენად შეძლებდა ტრენინგის დასრულებას, თუმცა ამ აზრების მიუხედავად, ეს მაინც არ აღმოჩნდა მისთვის ბარიერი და თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგო დადო წლის ბოლოს. ეს ნამდვილად სასიხარულო იყო! უფრო სასიამოვნო კი ისაა, რომ სკოლა, სადაციგი 2 თვის მანძილზე ბავშვებთან ატარებდა სესიებს, ამ სკოლაში შესთავაზეს გაგრძელება მუშაობის, რადგან სკოლამაც დააფასა მისი მონდომება, მუშაობის ხარისხი და მოტივაცია.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მონაწილეებით აღფრთოვანებული იყო მოწვეული მუსიკათერაპევტი , ჩემი სუპერვაიზორი, კოლეგა და უკვე მეგობარი, ჯენი ლასი, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ჩვენი მონაწილეების მუსიკალურობის შესახებ. ისინი ჩვენ ორდღიან ინტენსიურ შეხვედრებში შანს არ უშვებდნენ რომ არ ემღერათ, თან ხმებში, ეს კი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და სანახავი იყო. ამ ორდღანი შეხვედრებისას ჯენიმ თავისი საინტერესო გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს და ბევრ კითხვასაც გასცა პასუხი. ვფიქრობ ამ ტრენინგის კიდევ ერთი პატარა ბედნიერება ჩემთვის სწორედ ჯენისთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობაა. მადლობა მას ამ პროექტში წვლილის შეტანისთვის.
ჩვენი 2 დღიანი ინტენსიური შეხვედრები შედგა 198 სკოლაში, სადაც Music as Therapy International უკვე აქვს დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა მის ორგანიზაციასთან „მშბელთა ხიდი“ . აღსანიშნავია ამ სკოლის დირექტორი თეონა კაჭეიშვილი, რომელმაც დაგვითმო 2 დღე ოთახი, სადაც ტარდებოდა ჩენი ტრენინგის პირისპირ შეხვედრები. ასევე მადლობა ამ სკოლის მუსიკის პედაგოგს ალიონას, რომელმაც შემოგვთავაზა მისი მოსწავლეების კონცერტი და ასევე ესწრებოდა ტრენინგს და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა ჩვენ მონაწილეებს. ამ სკოლიდან კიდევ 3 ადამიანი ესწრებოდა ტრენინგს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
ერთ-ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ პირველივე თვეებიდან ჩვენი ტრენინგის მონაწილეები მალევე დამეგობრდნენ, ტრენინგის მიღმაც დაიწყეს უმეტესმა ურთიერთობა ერთმანეთში, რაც ძალიან გასახარია, რადგან მათ გამოძებნეს საერთო ენა და გულწრფელად დამეგობრდნენ. ისინი ერთმანეთს დღესაც გულშემატკივრობენ და ჩემდა გასახარად, არ აპირებენ ამის შეცვლას.
იყო ბევრი აღმოჩენა მუსიკათერაპიისმიმართულებით ზოგიერთი მონაწილისთვის,განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უმუშავია სპეციალური საჭროების ბავშვებთან აქამდე. მაგალითად ის, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ბავშვის რესურსი, მდგომარეობა და მივყვეთ მას. შესაძლოა ხშრად მოგვიწიოს ჩვენი საკუთარი ემოციების კონტროლი, გამომდნარე აქედან, აუცილებელია გვქონდეს ცოდნა, თვითდაჯერება და ზუსტად გააზრება მუსიკათერაპიის არსის.
დასაწყისშ ასევე რთლი აღმოჩნდა ზოგიერთი მონაწილისთვის სესიის დაკვირვების ფურცელში, ჩანაწერის გაკეთება. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მალევე აუღეს ალღო და ზუსტად იცოდნენ რა მომენტები, აქცენტები და დაკვირვებები უნდა ჩაენიშნათ ფურცელზე. ამ ყველაფერმა კი ისინი მიიყვანა თვითდარწმუნებისკენ, რაც ბოლო ჩატარებულ სესიების ფურცელზე ნათლად გამოჩნდა.
ეს პატარ-პატარა სიხარულები სწორედ ის მომენტებია, როდესაც გავიაზრე, რომ შრომამ გამოიღო შედეგი და დღეს ჩენ ქვეყანაში გვეყოლება 7-ით მეტი სპეციალისტი, რომელსაც ექნებათ სწორი წარმოდგენა მუსიკათერაპიაზე და მათ გაკვეთილებზე შეძლებენ მისი მეთოდებისა და ელემენტების გამოყენებას.
როდესაც ჩვენ გადავხედეთ მონაწილეები მიერ შეფასებებს და ჩაწერილ ვიდეოებს, მივხვდით რომ ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ეს ტრენინგი დავიწყეთ საქართველოში – მიღწეულია!
ეს კი ნამდვილად გასახარია!
ტრენინგი დასრულდა, თუმცა შემდეგი ტრენინგი იწყებამ სადაც დიდი იმედი მაქვს ისევე გაგვიმართლებს მონაწილეებში, როგორც წინა წელს გაგვიმართლა.
მადლობა ორგანიზაცია Music as Therapy International (მუსიკა, როგორც საერთაშორისო თერაპიას) , რადგან მისი დახმარებით, ბევრ პედაგოგსა თუ სპეციალისტს ეძლევა საშუალება, დაეხმაროს და ხელი შეუწყონ ბავშვებს განვითარდნენ როგორც მუსიკალურად, ასევე მუსიკის დახმარებით. ასევე მადლობა მაქედას, კირანს და ჰენრის, რომლებმაც არ დაიშურეს დრო რომ პროექტს წარმატებით ჩაეარა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ალექსიას ბრწყინვალე მუსიკათერაპევტს და Music as Therapy Intternational-ის ხელმძღვანელს, რომელმაც შეძლო ამ ტრენინგის საქართველოში ჩამოტანა და მისი საოცარი დამოკიდებულებით, პროფესიონალიზმითა და მხარდააჭერით შედგა ეს პროექტი.
წინ კიდევ ბევრი პატარა სიხარულები გველის!
Related projects
-
Distance learning programme: Georgia 2023
Georgia
- Disability
- Children
- Young people